ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება, აღებულია ბიოლოგიური ნიმუში და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები. წულაია უკვე მოინახულა უფლებადამცველმა. მისი ინფორმაციით, წულაიამ შიმშილობა დაიწყო.ვალერი გელბახიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ქალი კი, რომელიც გოგი წულაიას უჩივის, ამტკიცებს, რომ სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.