რა გაკეთდა პანდემიის პირობებში რეგიონში და რას გეგმავს სამინისტრო სამომავლოდ - აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმინეს. ნინო ნიჟარაძესთან დეპუტატებს ძირითადად კითხვები ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდათ. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრები ასევე მოისმენენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანგარიშსაც.