ვაშლიჯავარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული პროცესები გააქტიურდა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილია ნაპრალები. ადგილზე სპეციალისტები იმყოფებიან და მდგომარეობას სწავლობენ. მათ შეფასებით, სიტუაცია კრიტიკულია, რაც არასწორმა სამშენებლო პოლიტიკამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. საკითხთან დაკავშირებით გარემოს დამცველები დღის მეორე ნახევარში ბრიფინგს აანონსებენ და ჩვენ მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ დედაქალაქში ახალი მეწყრული პროცესები გააქტიურდა და საფრთხე დიდია "ფეისბუქით" გავრცელდა.