ისევ შეხვედრები, კონსულტაციები და მოლაპარაკებები პოლიტიკურ ლიდერებთან. შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კიდევ ერთხელ შეხვედრაა ოპოზიციასთან დღეს რამდენიმე საათით გადაიდო. ,, სავარაუდოდ, საერთო შეხვედრა თუ იქნება, ეს იქნება გარკვეული მაჩვენებელი, ინდიკატორი, რომ პოზიციები დაახლოვდა და გავდივართ საბოლოო ეტაპს“-ასეთი მოლოდინი აქვს ოპოზიციის ერთ ნაწილს. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა მორიგი ერთობლივი შეხვედრა ,,ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის.