ჩემი რჩევაა პარტიულ ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივი ინტერესები დადგეს - მარინა კალიურანდი

17 მარტი 2021, 14:55 923 ნახვა

ევროდეპუტატი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ და კომპრომისზე წავიდნენ. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

მარინა კალიურანდი ამბობს, რომ აუცილებელია პარტიულ ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივი ინტერესები დადგეს, შეთანხმება კი მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხისთვის ასევე ევროკავშირისთვის. 

მისივე თქმით, თუ საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს შექმნილ კრიზისში, არის საშიშროება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი ინტერესი ევროკავშირს გაუნელდება.

​''მოვუწოდე, რომ შეეცადონ პოლიტიკურ ოპოზიციასთან შეთანხმებას, ეს არამარტო ევროკავშირისთვის კი არა, ქართველი ხალხისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნება, ტრანსატლანტიკური კავშირის სურვილი და ამდენად აუცილებელია, პარტიული ინტერესები ხალხის ინტერესებს ქვევით დაიწიოს.

არ შემიძლია, ჩემი სტატუსი არ მაძლევს უფლებას რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება შევთავაზო ქართველ კოლეგებს, ჩემი რჩევაა უბრალოდ პარტიულ ინტერესებზე მაღლა საზოგადოებრივი ინტერესები დადგეს,

ყოფილი დიპლომატი ვარ და მჯერა მოლაპარაკების, მჯერა კომპრომისის შესაძლებლობის და ვფიქრობ, რომ დღევანდელი სიტუაცია არის წარმატების შესაძლებლობა, რამდენადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი პიროვნულად არის საკითხის გადაჭრაში ჩართული, აუცილებელია მხარეებმა მოუსმინონ ერთმანეთს და გადადგან ნაბიჯები, შესაძლოა არაპოპულარული, მაგრამ ხალხის ინტერესის მატარებელი.

ხალხს აინტერესებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, მაგრამ იმ ფონზე რომ დღეს ევროკავშირისთვის სხვა უფრო მწვავე საკითხებია პირველ პლანზე და მათ შორის კოვიდთან ბრძოლა, თუკი საქართველო ვერ მიაღწევს პროგრესს შექმნილ კრიზისში, ვშიშობ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორბისადმი ინტერესი ევროკავშირს გაუნელდება.

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ხალხმა მანდატი მისცა და საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვებიან, არ შეასრულეს ის, რაც ქართველ ხალხს მათგან სურდა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვენდობით ოდირის დასკვნას, რომ ხარვეზების მიუხედავად საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო სამართლიანი და დემოკრატიული. არჩევნებმა გამოხატა ნება და მისცა კონკრეტულ პოლიტიკოსებს მანდატი, როგორც ''ქართული ოცნებიდან'', ასევე ''ნაციონალური მოძრაობიდან'', სხვა პარტიებიდან და ახლა ამ პოლიტიკოსების ვალია აიღონ ეს მანდატები და დაიწყონ ხალხის ინტერესებისთვის მუშაობა.

სამწუხაროდ, ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკოსმა დაიკავა თავისი ადგილი პარლამენტში, სხვები არ ასრულებენ იმას, რაც მათ ქართველმა ხალხმა დააკისრა. კომპრომისი, მესმის, არაპოპულარულია თუმცა აუცილებელია, მხარეები უნდა შეთანხმდნენ და ორივე მხრიდან უნდა იყოს კომპრომისი'' - განაცხადა მარინა კალიურანიდმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი