ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დღეს ''ქართული ოცნებისა'' და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
ამ ეტაპისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ დაესწრება მოლაპარაკების პროცესს.
კრისტიან დანიელსონმა დღეს დილით განაცხადა, რომ დიალოგი და კონსულტაციები გაგრძელდება. ევროპელი დიპლომატი ერთი კვირაა საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.