შუახევში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

17 მარტი 2021, 12:44 2603 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს, მრგვალი მორის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს.

მათივე განცხადებით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი