კრისტიან დანიელსონთან შეხვედრების მორიგი რაუნდი

17 მარტი 2021, 12:28 793 ნახვა

ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებისა და იქ გაკეთებული  განცხადებების პარალელურად კრისტიან დანიელსონი ისევ საქართველოში რჩება და განაგრძობს შეხვედრებს.  შეძლო თუ არა მან ქართული ოცნების და ოპოზიციის პოზიციების დაახლოვება, რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით დიპლომატი დეტალებზე არ საუბრობს.ოპოზიცია კი  მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რაზეც ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ მათ მიერ გადადგმული  პოლიტიკური ნაბიჯებით ოპოზიციის წილი პასუხისმგებლობაც აიღეს.  ჯერ უცნობია ვის შეხვდება დღეს შვედი დიპლომატი. კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი უკვე მივიდნენ ევროკავშირის ოფისში.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი