ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთის" გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეიზღუდა - სახელმწიფო ელექტროსისტემა

17 მარტი 2021, 00:51 1738 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საქართველოს რეგიონების და დედაქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს განმარტავს.

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მასშტაბით აბონენტების დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 00:00 საათის შემდეგ შეუწყდა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი