ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს - ასეთი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადება საქართველო-ევროკავსირის ასოცირების სხდომის შემდეგ. ჟოზეფ ბორელი ამბობს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას,თუმცა პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს.
მანვე აღნიშნა, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს. საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება - ეს კი უკვე პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმიც.