კულტურის სამინისტრო ცალკე გამოიყო

16 მარტი 2021, 18:15 1339 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში