მე ვერ ვწყვეტ დაკავებული პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლების საკითხს - პრემიერი

16 მარტი 2021, 18:26 897 ნახვა

მე ვერ ვწყვეტ  ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ციხეებიდან - ასე გამოეხმაურა ბრიუსელიდან ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების საკითხს. 

პრემიერის განცხადებით თუ პოლიტიკოსი ჩაიდენს კანონდარღვევას ის უნდა გასამართლდეს.

"მინდა ვისაუბრო დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის პოლიტიკოსი და მან ჩაიდინა კანონდარღვევა მას მოეთხოვება პასუხი და ის უნდა გასამრთლდეს აუცილებლად. მე ვერ ვწყვეტ ასეთი ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ციხეებიდან. რა თქმა უნდა საქართველოში არის კანონის უზენაესობა და შესაბამისად კანონდამრღვევები ისჯებიან"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი