კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ბოლო მონაცემებით 668 მედიკოსმა გაიკეთა. ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე კი 4200-ზე მეტი მედპერსონალია რეგისტრირებული. აჭარაში რეგისტრირებული 200- მდე მედიკოსიდან კი 80 -მდე უკვე აიცრა. რაც შეეხება დღევანდელ ეპიდ მონაცემებს, ბოლო დღე-ღამეში გამოკვლეული 29 652 ადამიანიდან კორონავირუსი 537-ს დაუდგინდა, 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდ ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში კი 18 - ია .