სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საშაურმე „რეტროში“ ახორციელებს შემოწმებას.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.
ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პირი კვებითი ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შაურმით მოიწამლა.