სირიაში ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა. 2011 წლის 15 მარტს ე.წ. არაბული გაზაფხულის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის კედელზე ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის საწინააღმდეგო წარწერა გააკეთეს – „შემდეგი შენი იქნები ბაშარ!“ წარწერის გამო სკოლის მოსწავლეები დააპატიმრეს. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა ქალაქ დერაში. ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და რეფორმები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. სირიაში მთავრობასა და ოპოზიციას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ათწლიანი ომის მიუხედავად, თანამდებობა შეინარჩუნა და რუსეთის, ასევე ირანის დახმარებით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა. ომმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.