ნუგზარ სურმანიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ?

31 ოქტომბერი 2016, 00:00 4241 ნახვა

პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შესაძლოა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გახდეს, ვიცე-სპიკერად კი ცოტნე ანანიძე მოიაზრება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიას, სავარაუდოდ, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლადო მგალობლიშვილი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას კი საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე. იურიდიულ საკითხთა კომისია შესაძლოა იურისტმა დავით გაბაიძემ ჩაიბაროს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი, გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე კანდიდატი მოიზრება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი