კრისტიან დანიელსონმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ორბელიანების სასახლეში დღეს დილით გამართა. შეხვედრის შემდეგ კომენატრი არ გაკეთებულა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრეს სამსაუხრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა კრისტიან დანიელსონს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა შეიმჩნევა დაძაბულობის შემოტანის მცდელობები. საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს არსებული განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვა აერთიანებს და ეს არ შეიცვლება.