ენმ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებს

10 მარტი 2021, 14:42 1623 ნახვა

პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალში ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. რეზო ხარაზმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  სახელმწიფო აუდიტის ანგარიშზე ისაუბრა. დოკუმენტის მიხედვით, 2018-2019 წლებში მაღალმთიანი აჭარის მუნციპალიტეტების არა თანამდებობის პირ საკრებულოს წევრებზე ხარჯის ანაზღაურების მიზნით დაუსაბუთებლად ჯამში 300 ათას ლარზე მეტი გაიცა. რეზო ხარაზის განცხადებით, მათ პარტიის წევრებს  საკრებულოში უფლებამოსილებას უწყვეტენ მსგავს დარღვევებზე კი შესაბამის უწყებებს რეაგირება არ აქვთ. ამ დროისთვის კომენტარი მხოლოდ ქედის საკრებულოში გაკეთდა, სადაც აუდიტის შენიშვნებს არ  უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ხარჯების ანაზრაურება საკრებულოს დადგენილებით ხდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი