„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

10 მარტი 2021, 13:25 2138 ნახვა

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მან  აღნიშნა, დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის​. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე განსახილველი მეორე თემა იყო ყველა ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ქვეყანაში დღეს დგას. დიალოგი ოპოზიციასთან, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა ევროკავშირის ელჩი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი