შაქარაშვილის მკვლელობის საქმე-დღეს განაჩენი გამოცხადდება

09 მარტი 2021, 14:59 901 ნახვა

სასამართლო პროცესები დასრულებულია. რამდენიმე წუთში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს. ცნობს თუ არა მოსამართლე  განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულად არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს  და ორ არასრულწლოვანს ცოტა ხანში გაირკვევა. დაცვის მხარე ამბობს, რომ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს  იმისთვის, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან მოკლული გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, სხდომას ესწრებიან დედა  და და . 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი