„მიყვარხარ", "გაბედე", "იმოქმედე", "ირწმუნე", "წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე"- ამ სლოგანით, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს ორგანიზაცია "ღირსეული სიბერეში" გაწევრიანებულ ბენეფიციარებს ქობულეთის პროფესიული კოლეჯის და "ახალგაზრდული კლუბის" წევრებმა. სტუდენტებმა მათ თაიგულები და მისალოცი ბარათები გადასცეს. პროექტის მონაწილეები ქუჩაში მსვლელობასაც გეგმავენ და 8 მარტს გამვლელებს მიულოცავენ.