შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, უმეტესად, დაცული იყო. პარტიებს შეეძლოთ, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე ეწარმოებინათ კამპანია. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია პარტიის მომხრეთა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ.
მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას. ეს ეუთო/ოდირის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშიდან ამონარიდია.
დოკუმენტი 43 გვერდიანია სადაც ეუთო/ოდირი სახელმწიფოს 8 ძირითადი რეკომენდაციითაც მიმართავს.ეუთო ოდირის დასკვნას ეხმაურებიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. აშშ საელჩოს განცხადებით კი „ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.