სკოლებისა და ბაღების შემდეგ 15 მარტიდან უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში უნდა განაახლონ. თუმცა აჭარის სამი უმაღლესი სასწავლებელი პრაქტიკული მეცადინეობის გარდა სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის სახელმწიფო და ხელოვნების უნივერსიტეტები.
სტუდენტების ნაწილი კი ითხოვს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ აუდიტორიებს.