აქცია მსვლელობა მელიას მხარდასაჭერად

04 მარტი 2021, 12:29 799 ნახვა

სახელმწიფო შენობების პიკეტირების ნაცვლად, აქცია მსვლელობა.  ოპოზიციამ დროებით საპროტესტო აქციების ფორმა შეცვალა, რასაც ხელისუფლებასა  და მათ შორის დაწყებული მოლაპარაკებებით ხსნიან. დღეს, უკვე მეორედ, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე  იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება. ასევე 13 მარტს დაგეგმილი აქცია, გაიმართება ერთი კვირის შემდეგ, 20 მარტს. სამოქმედო გეგმა ოპოზიციამ გუშინ გაახმოვანა, რომელსაც წინ ოპოზიციონერი ლიდერების ორსაათიანი  შეხვედრა უძღოდა. აცხადებენ, რომ ამით გაითვალსიწინეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ორ კვირის განმავლობაში მხარეებს შორის შეთანხმებას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახლა დიალოგის დროა, თუმცა მათი მოთხოვნები, მათ შორის ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი