პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დასავლეთ საქართველოში გამგზავრება და ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია დაავალა, სადაც ჰესის აშენების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტია. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა დაანონსა თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებაც. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს.