Freedom House-ის ანგარიში "თავისუფლება მსოფლიოში 2021”

03 მარტი 2021, 18:10 992 ნახვა

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშით, საქართველოს 100-დან 60 ქულა აქვს და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება. რაც ნიშნავს, რომ რეიტინგი გაუარესდა. პოლიტიკური უფლებები 40-დან 23 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლება - 60-დან 37-ით. ორგანიზაცია წერს, რომ მესამე ვადით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, იყო ხმების მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევები, ხმების დათვლისას შეცდომები, რამაც ოპოზიციას ბოიკოტისკენ უბიძგა.

საუბარია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენის შესახებაც. მათი შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა მთავრობის შიგნით კორუფცია პრობლემად რჩება.

მედიაგარემო კი პლურალისტურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული. საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრალს სდებენ მთავრობისადმი კეთილგანწყობაში, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები კი  ზეწოლას განიცდიან. ანგარიშის თანახმად, საქართველოში შეკრების თავისუფლება უმეტესად დაცულია, თუმცა ზოგჯერ პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებს.

საუბარია სასამართლო დავების განხილვის გამჭვირვალობის პრობლემაზეც. ანგარიშში მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა, რომელიც მოჰყვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი