ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შორის დიალოგი გაიმართა.
შეხვედრაზე ის 6 საკითხი განიხილეს, რომელზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს :
1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიასა და პასუხისმგებლობებისა და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;
5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;
6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.