ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი განცხადებები

01 მარტი 2021, 12:02 791 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. შარლს მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ამ წუთებში კი მას საოკუპაციო ხაზთან ელოდებიან, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნობა. პირველი ოფიციალური განცხადებები ორბელიანების სასახლეში გაკეთდა. საქართველოს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვდერა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ კი ითქვა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აშფოთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი. თუმცა თქვა ისიც, რომ ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ "ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი