ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 35 606 მოქალაქემ დაამარცხა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 ადამიანი.
რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 43, ხოლო ონლაინ კლინიკაში 87 პირი.