მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლის დაწყებიდან დღემდე სკოლებში ახალი კორონავირუსი მოსწავლეების 0,1% დაუდასტურდა, ხოლო პედაგოგებში 0,03%-ს. მიმდინარე კვირაში კი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.
მათ შორის სრულად დისტანციურ სწავლების რეჟიმზეა გადასული აჭარაში 3 სკოლაა, ორი საჯარო სკოლა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასწავლო დაწესებულებებია, ერთი კი ცინარეთის საჯარო სკოლა იყო, თუმცა აქ სასწავლო პროცესი კლასებში განახლდა. ცნობისთვის სწავლის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ვირუსი 15 პედაგოგს დაუდასტურდა.