სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

27 თებერვალი 2021, 12:30 934 ნახვა

დღეიდან  ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა.   მგზავრებს გადაადგილება  თბილისიდან ოზურგეთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდისა და ფოთის მიმართულებით და პირიქით  შეუძლიათ. რკინიგზამ  მუშაობა სამ თვიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ბილეთების ყიდვას ონლაინ და რკინიგზის სალაროებში შეიძლება. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე  უნდა გაიაროთ დეზობარიერი და ხელები დაიმუშავოთ სადეზინფექციო ხსნარით.  

მგზავრები ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  ვერ გაემგზავრებიან.პირბადის ტარება მგზავრობის დასრულებამდე სავალდებულოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი