პანდემიის გამო ამოქმედებულ ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზს, აქტივისტები უმოქმედობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილე გაბრიელ მუფთიშვილი გვიყვება, რომ აქციიდან წამოსულებს კომენდანტის საათის დროს ავტომობილი გაუფუჭდათ, ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, მათ დროებითი საშვის მიღებისთვის , 144- ში დარეკეს, თუმცა რეაგირება არ გაუკეთებიათ.
აქციის მონაწილე ამბობს, რომ დაბალი ტემპერატურის მიუხედავად მათ გზაზე მოუწიათ გაჩერება.