თავდასხმა ჟურნალისტზე-დაკავებულია სამი მოქალაქე

25 თებერვალი 2021, 15:32 962 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  მომხდარის უმოკლეს ვადაში გამოძიებას ითხოვს და შსს და პროკურატურას მიმართავს  კვალიფიკაციის დროს გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის  53-ე  პრიმა მუხლი, რომელიც კონკრეტული დანაშაულების დროს სიძულვილის მოტივის არსებობას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევს. განცხადებაში,  რომელიც ორგანიზაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ  მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური გარემოს პოლარიზების, ოპონენტების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების და ჟურნალისტების მიმართ აგრესიული საჯარო რიტორიკის,ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების არ გამოძიების შედეგია. Mიემსი  მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტის წევრებს  გააკეთონ საჯარო განცხადებები, რომლებიც ამგვარ ძალადობრივ გამოცდილებებს დაგმობს და შექმნილი მტრული საინფორმაციო გარემოს ცვლილებისკენ იქნება მიმართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი