ზედა სამების სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დღეიდან სრულიად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მას შემდეგ მიიღო, რას გეგმიური ტესტირებისას სკოლაში 6 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმიური ტესტირებისას სწრაფი ტესტით დადასტურდა 1 შემთხვევა, ეპიდემიოლოგების მიერ პისიარ ტესტირება ჩაუტარდა ახლო კონტაქტებს მასწავლებლებში, რის შედეგადაც დადასტურდა კიდევ 5 შემთხვევა. სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევები გაგრძელდება"-აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.