დღეს საქართველოში 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, სამშობლოს დასაცავად თავი გასწირეს.
იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს, 2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით აღინიშნება.