თურქეთში ანტიტერორისტული რეიდი ჩატარდა

22 თებერვალი 2021, 14:40 1244 ნახვა

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს 14 ადამიანი, რომელთაც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ ბრალად, - ამის შესახებ სააგენტო ანადოლუ წერს. გამოცემის საიდუმლო წყარო აცხადებს, რომ ანტიტერორისტულმა პოლიციამ და სადაზვერვო ჯგუფებმა დედაქალაქ ანკარაში ტერორიზმში  ეჭვმიტანილი 21 პირი იმყოფებოდა.

სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. 2013 წელს თურქეთი გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. მას შემდეგ, ქვეყანაში, ტერორისტების თავდასხმებს 315 ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი