ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება

19 თებერვალი 2021, 12:53 719 ნახვა

განცხადება გაავრცელა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც. ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი მოუწოდებს საქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ. ის შეშფოთებას გამოხატავს და მოუწდოებს მხარეებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და დაუყოვნებლივ აიღონ ამ კრიზისისა და მის საფუძვლად არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების ვალდებულება. კონგრესმენის შეფასებით, ბოლო პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებისთვის სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. კონგრესმენის თქმით, გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი