გაზმომარაგებაში შეზღუდვებია. ხელვაჩაურში, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მაუწყებელი ''სოკარ-ჯორჯია გაზს'' დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ თოვლისა და უამინდობის გამო ტექნიკური შეფერხებაა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ.
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.