პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

17 თებერვალი 2021, 15:44 635 ნახვა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი დადგენილება, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, 78 ხმით მიიღეს. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა - არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპონენტებს, ასევე დაინტერესებულ მხარეს, ვისაც არჩევნების სფეროში მონაწილეობის უშუალო კომპეტენცია გააჩნია, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში