ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში

17 თებერვალი 2021, 15:01 989 ნახვა

თბილისის გენერალურ პროკურატურაში ნიკა მელიას საქმეზე განცხადება გაკეთდა.

პროკურორის განცხადებით, მათი პოზიცია არის დასაბუთებული და კანონისმიერი.

მიხეილ სადრაძის განმარტებით, ალტერნატივა კანონის მიხედვით, როცა გვაქვს მსგავსი მოცემულობა არის ის, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე მკაცრი ღონისძება, პატიმრობა.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ჩვენი შუამდგომლობა. სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული და გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები დიდ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მის მიმართ გამოყენებული გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლის სამართლებრივ სივრცეში, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებული სათანადო ქცევა და ასევე ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესის ჯეროვნად განხორციელებას.

ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული და კანონისმიერი. ალტერნატივა კანონის მიხედვით, როცა გვაქვს მსგავსი მოცემულობა არის ის, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველაზე მკაცრი ღონისძება, პატიმრობა" - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის განცხადებით, თუ სასამართლო გაიზიარებს მათ მოთხოვნას, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება.

"როგორც წესი მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს, კონკრეტული ვადა არ არის, მით უმეტეს იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, როცა ბრალდებული საქართველოში იმყოფება"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი