საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა

16 თებერვალი 2021, 21:12 1245 ნახვა

როტერდამში გრძელდება წყალბურთში ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი. საქართველოს ნაკრებმა მესამე დღეს კანადის ნაკრები 14:11 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი სტანოევიჩის გაწვრთნილმა საქართველომ 3:1 მოიგო. მეორე მეოთხედში ანგარიში 6:3 გახდა. ბოლო ორი მეოთხედი კი დაძაბული გამოვიდა და მსგავსი ანგარიშით 4-4 დასრულდა. საერთო ჯამში კი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 14:11 გამარჯვება და პირველი მოგება იზეიმა.

პირველ დღეს ქართველი წყალბურთელები საბერძნეთთან მინიმალური სხვაობით 10:11 დამარცხდნენ. მეორე დღის შეხვდება თურქებთან გაუქმდა, რადგან თურქეთის ნაკრებში კორონავირუსი დაფიქსირდა და ნაკრები მოხსნეს.

ორი ჩატარებული თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ხვალ სტანოვიჩის შეგირდები ბრაზილიას დაუპირისპირდებიან.

ორი ჯგუფიდან ბრძოლას 4-4 საუკეთესო აგრძელებს პლეი ოფში. ოლიმპიურ ლიცენზიას 16 ნაკრებიდან 3 საუკეთესო გუნდი მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში