პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა

16 თებერვალი 2021, 18:53 1024 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

"სასამართლო როდის ჩაინიშნება არ ვიცით, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული. ჩვენ შუამდგომლობა ახლა ჩავაბარეთ, აქედან გამომდინარე,დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი