საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

16 თებერვალი 2021, 11:50 780 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. მან ფეხბურთის ფედერაციასთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქართული ფეხბურთის მესვეურების განცხადებით, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ კონტრაქტი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ვილი სანიოლი გულშემატკივარს საფრანგეთის ნაკრებსა და მიუნხენი ბაიერნში თამაშით ახსოვს, რომელთან ერთადაც ყველა მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული. მწვრთნელის რანგში იგი სათავეში ედგა საფრანგეთის 21- წლამდელთა ნაკრებს, შემდეგ ბორდოს, ბოლოს კი მიუნხენის ბაიერნში კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში