რატომ ვერ დავივიწყეთ ქუჩების ძველი სახელწოდებები? 21-ე საუკუნის 21-ე წელს, ისევ მოისმენთ სტალინის, გორკის, ლენინის, მარქსის, ენგელსის, ტელმანის სახელით მოხსენიებულ ქუჩებს - ეს უბრალოდ ადამიანთა მეხსიერებაში დალექილი ინფორმაციაა, ახალი სახელწოდებების ცნობიერებაში დამკვიდრებას კი ალბათ თაობათა ცვლა დასჭირდება.
წლების განმავლობაში ქუჩებისა და მოედნებისთვის სახელწოდებათა პერმანენტული ცვლა უმეტესად პოლიტიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული.