საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რიგით მეორე შეხვედრა იმართება პარლამენტში. მსჯელობა "მოქალაქეებსა" და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმში ასახულ საკითხებზე მიმდინარეობს, განხილვას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომელთაც არაერთი შენიშვნა აქვთ კანონპროექტთან დაკავშირებით. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, როგორც განმარტავენ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაცემული დაპირებები ვერ შეცვლის მათ მთავარ მოთხოვნას, რომელიც ახალ არჩევნებს გულისხმობს.