ავღანეთიდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული. ალექსევკის აეროპორტში ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი დახვდნენ .52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში იყვნენ ჩართული.