საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით აღჭურვილია. უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსკრინინგის აპარატები, დეზობარიერები.
სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, შესრულებულია სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.