საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი 1.85%-ს შეადგენს. მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06% -ია , ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.6%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 19 345 კვლევიდან ვირუსით ინფიცირების 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება აჭარას კორონავირუსის კიდევ 19 ადამიანს დაუდასტურდა.