ბარში „ჯაფარასთან“ – პოლიტიკოსის პროტესტი შეზღუდვებს

14 თებერვალი 2021, 12:30 655 ნახვა

მოვითხოვე დეპუტატის სტატუსის გაუქმება და არ გამიუქმეს, ბარის გახსნა დამჭირდა რომ მანდატი გამეუქმებინა", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი  თქმით, მისი დაკავება რთულია, რადგან დეპუტატის მანდატი იცავს.

ამბობს, რომ ბარს მანამ არ დახურავს, სანამ ფიზიკურად არ დააკავებენ. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მუსიკის ხმის დეციბალებს გაზომავენ. მათი განცხადებით, ინსპექციას ერთერთმა მეზობელმა საჩივრით მიმართა. მანამდე კი  შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში