უმრავლესობის სხდომის პარალელურად ქართული ოცნების ოფისთან გუშინ ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და პროკურატურა ხელისუფლების უკანონო დავალებების შესრულებაში დაადანაშაულეს.
აქციაზე 2 სამოქალაქო აქტივისტიც დააკავეს იმის გამო, რომ მათ კახა კალაძეს „მონა“ უწოდეს. შეკრებილებმა კომენდანტის საათიც ქუჩაში მსვლელობით გააპროტესტეს.